გიორგი გახარია: არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, იმას, თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს – kvira.ge

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

“არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, იმას, თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რის პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის ნელ-ნელა ეტაპობრივად გახსნას დაიწყებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

“როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ. უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას.

ყველა უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი. ახალ სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის წინაშე და მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ ამ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, იმას, თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რის პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ნელ-ნელა ეტაპობრივად ძალიან ფრთხილ, მაგრამ გახსნას“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარი

– რეკლამა –

loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *