ბოკერია თალაკვაძის წერილზე: ეს არის პირდაპირ ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის ინტერესებისთვის პირდაპირ ზიანის მომტანი .

მისივე განცხადებით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს სჭირდება. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს.

“პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ეს წერილი, ივანიშვილის გუნდის განცხადებები და მითუმეტეს ის შესაძლო ნაბიჯები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის პირდაპირ ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ყველაფრისთვის, ეს ჩვენი ინტერესია, არ შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებას ყოფილ პრეზიდენტთან, ან პირად შუღლსა და სიძულვილს გადააყოლო ქვეყნის ინტერესები. არც ივანიშვილის მთავრობამ, არც ოპოზიციამ და მათ შორის არც ყოფილმა პრეზიდენტმა არ უნდა აქციონ უკრაინის შიდა პოლიტიკური ამბები საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის, განხილვის და მითუმეტეს დაპირისპირების თემად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას” სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა, სადაც  ნათქვამია, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *