"არ დაუჯერეთ სააკაშვილს და აქციები დაშალეთ – ახლა ამბობთ, მტერი გადავა ოპოზიციაშიო – ხომ არ უბერავთ?" – ProNews

კრეატივი მსოფლიო საზოგადოება სხვა ჯანმრთელობა

loading...

ენმ-ის წევრი, ბადრი ნატროშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩვენს თავს ისევ ჩვენ თუ არ მივხედეთ, ჩვენი მომკითხავი არავინაა.

ანუ, მდგომარეობა შემდგომშია: ხელისუფლებაში მტერია, რომელსაც 2011 წლიდან მოყოლებული უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელსაც თვლა აღარ აქვს და რომელიც პირდაპირ ასრულებს კრემლის, პუტინის და მის წინამორბედების დავალებებს. ამას უკვე ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიც ღიად აღიარებენ.

მტერმა მოგვიტანა: დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე, ბევრი ეკოლოგიური დანაშაული, კულტურული ძეგლების განადგურება, ყველა სფეროს უკუსვლა, განსაკუთრებით განათლების, მრავალი მსხვერპლი, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა, სახელმწიფო ინსტიტუტებში კრემლის აგენტურის მომძლავრება ყველა დონეზე, ტერიტორიების ფაქტიური ჩაბარება, რომელსაც არანაირი მწვავე რეაქცია არ მოყოლია ხელისუფლების მხრიდან არც საერთაშორისო მაშსტაბით და არც ქვეყნის შიგნით, ჩვენი, რიგითების ფაქტიურად მონად ქცევის მცდელობა, ერთი კაცის და ეკლესიის მიერ უამრავი უძრავ-მოძრავი ქონების უკანონოდ მიტაცება, მტრის მიერ ქვეყნის მმართველობის პერიოდში არჩევნეის არაერთხელ გაყალბება და ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო თუ როგორ დაითრია მტერმა ხელისუფლება ციხის დადგმული კადრებით და ბავშვის სიკვდილით, არჩევნების გაყალბებას ვგულისხმობ.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ფაქტიურად სრული დიქტატურა დამყარდა. პარლამენტის ფორმალური თანხმობის გარეშე, პანდემიის მიზეზით, მტარვალის მიერ მრავალი უფლებების უზურპაციას ვგულისხმობ, გახარიას ხელით.

ყოველივე ამდენი ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად ოპოზიცია მუდმივად ტვინს გვირეცხავს მტრის მიერ ჩასატარებელი, წინასწარ გასაყალბებლად გადადებული არჩევნებით?

პოლიტიკოსებო, რატომ არ მოიხსენიებთ მტარვალს და მის ხროვას მტრად? აბა რა უნდა დაარქვა მათ მას შემდეგ, რაც ქვეყანას გაუკეთეს?

ოპოზიცია გვმოძღვრავს, რომ მტერი ოპოზიციაში გადავა და მას პასუხი არ უნდა მოეთხოვოს ურიცხვ დანაშაულზეო.

ე.ი. რა გამოდის, ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს აღარაფერს გვეკიხებიან?

მტერმა ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით პირადი ცხოვრება მოიწყო, უამრავი მსხვერპლი მომიტანა, ქვეყანა გამიპარტახა და პასუხი არ მოვთხოვო?

ბოდიშით და თქვენ ხომ არ უბერავთ?

ოპოზიციამ, რომელმაც ამ 8 წლის განმავლობაში, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის არაერთგზის მოწოდებებისა, ეროვნულ დაუმორჩილებლობას ვგულისხმობ, უშედეგოდ დაშალა ბევრი ხალხმრავალი აქცია, რითიც ფაქტიურად დაღალა ხალხი, გაზარდა ხალხში უიმედობა და დაკარგა ნდობა, ახლა გვიმტკიცებს ჩვენ რა ვქნათ ხალხი არ გამოდისო. სასწაულია პირდაპირ, პოლიტიკოსები ფაქტიურად ცდილობენ ხალხში მუხტის ჩაქრობას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გმომდინარე ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ოპოზიცია გარიგებულია მტერთან და თუ გავაკეთებთ დაშვებას და მოხვალთ ხელისუფლებაში გააკეთებთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს?

ახლა მინდა მივმართო საქართველოში მყოფ რიგით მოქალაქეებს, ასევე ემიგრანტებს:

მეგობრებო!

რომ ვიძახით ქვეყანას პატრონი არა ჰყავსო, მაშ თქვენ, საქართველოს თვითეული მოქალაქე ვინ ხართ?

გაითავისეთ რომ ქვეყანა ჩვენია, ანუ ხალხისაა და ამ ხალხმა თუ არ იგრძნო პასუხისმგებლობა და პატრონობა ქვეყნის მიმართ, გახსოვდეთ ანდაზა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, მართლაც ეშმაკები დაეპატრონებიან. ახლა ზუსტად ამ რეალობაში ვართ.

გამოსავალი ერთია, დავთქვათ დრო, ადგილი და გამოვიდეთ, რათა მტერსა და მოყვარეს დავანახოთ ხალხის პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ, ერთიანობა და ძალა.

ემიგრანტებო, მოუწოდეთ თქვენს აქ დარჩენილ ახლობლებს გამოსვლისკენ!

ჩვენ თუ ეს შევძელით, მერწმუნეთ საერთაშორისო მეგობრები ყოფას უტრებენ მტერს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, თუ არა და მტერი განაგრძობს ჩვენს განადგურებას ჯერ შეფარულად და შემდეგ ღიად და მასიურად.

სამწუხაროდ ამდენი თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევები შევარდნაძის დროსაც არ მახსოვს. რას სჩადიხართ? მტრის საქმეს აკეთებთ?

იმის მაგივრად, რომ გამოცვივდეთ და ვინც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ მოუსავლეთში გაუშვათ, საკუთარ თავს ინადგურებთ?

სად წავიდა ქართული მებრძოლი სული?

მოკლედ, თუ ეთანხმებით ჩემს მოწოდებას, გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ აღნიშნული მიმართვა და ამ სტატუსის კომენტარებში გამომეხმაურეთ ისინი ვისაც შეგეძლებათ ადგილზე გამოსვლა იმისდამიხედვით თუ ვინ სად იმყოფებით დანიშნულ დროს. ანუ თბილისელები თბილისში, ზუგდიდელები ზუგდიდში, რუსთაველები რუსთავში, თელაველები თელავში, ბათუმელები ბათუმში და ა.შ.

თუ ამ სტატუსს დადებითი გამოხმაურება მოყვა, ჩამოვყალიბდებით ფეისბუკ ჯგუფ „გავერთიანდეთ მტრი წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად!“ ადმინისტრაცია და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს.
მინდა ასევე გითხრათ, ჩვენ გვინდა მხოლოდ უკვეთესობისკენ ცვლილება და სხვა არაფერი, ანუ ჩვენ არ ვიბრძვით არანაირი საჯარო თუ პარტიული თანამდებობებისთვის.”



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *