ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავასთან ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპული საქართველოს გენერალურ მდივან გიგი უგულავასა და პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკთან ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა.

საუბრისას კუბილიუსმა გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა და 8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმობის სრულიად განხორციელების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიგი უგულავამ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევმნების შემდეგ ევროკავშირთან უფრო აქტიურ დაახლოებას შეძლებს.

საუბრისას ასევე განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგის და ქვეყნის წინაშე მდგარი რისკების შემცირების გზები.

ამის შესახებ ინფრომაციას “ევროპული საქართველო” ავრცელებს.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *