ამირან გამყრელიძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მესმის ხალხის უკმაყოფილება, მაგრამ, სჯობს დისკომფორტი გვქონდეს

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

“მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად და სწორად, ეს იყო მობილობის დაგდება ქვეყანაში. ანუ, გადაადგილების შეზღუდვა” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერთან” განაცხადა.

“მესმის, რომ ეს რთულია. მესმის ხალხის უკმაყოფილება. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, სჯობს ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *