ამირან გამყრელიძე: ნუ გავხდით ტესტირების საკითხს პოლიტიზირების თემად

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ვთხოვ ოპოზიციისა, თუ პოზიციის წარმომადგენლებს, რომ ნუ გავხდით ამ საკითხს კიდევ ერთხელ პოლიტიზირების თემად. დღეს ქვეყანაში ტესტირება ვისაც სჭირდება, ყველას უტარდება ოქროს სტანდარტით, რაც მიღებულია ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის.

ყველაზე უფრო ზუსტი და სპეციფიკური რეაქციის ლუგარის ცენტრში 1 295 ნიმუშია თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული გამოკვლეული. დღესაც, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვიცი ციფრები და ყოველდღიურად დაახლოებით 100 ნიმუში იტესტება ინტენსიურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ტარდება დღეს საქართველოში, ეს არის ოქროს სტანდარტი ამ დაავადების დიაგნოტიკისთვის.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *