აბესაძე: მოულოდნელი არ იქნება თუ ხელისუფლება შემდგომ უგუნურ ნაბიჯებს გადადგამს და სამართლებრივ ძიებას დაიწყებს

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

მოულოდნელი არ იქნება თუ ხელისუფლება შემდგომ უგუნურ ნაბიჯებს გადადგამს და მოსახლეობას ჯარიმებს დააკისრებს, ან სამართლებრივ ძიებას დაიწყებს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ მარნეულში გუშინ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით “აიპრესს” განაცხადა.

“ჩვენ უკვე ვნახეთ ხელისუფლების უგუნური რეაქცია, როდესაც კონკრეტული ღონისძიებების მაგივრად, თუ როგორ მოხდება მოსავლის დაბინავება და გასაღება, ამის მაგივრად ვნახეთ გაჟღერებული აბსურდული ბრალდებები ოპოზიციის მიმართ. ამიტომ, ხელისუფლების პირველადი რეაქციიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იქნება, რომ მან გადადგას შემდგომი ასევე უგუნური ნაბიჯი და ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას დამატებით დააკისრონ ჯარიმები, ან დაიწყონ სამართლებრივი ძიება.

ჩვენ პირველ რიგში ველოდებით ამ ადამიანების რეალური პრობლემის მოგვარებას. ცნობილია, როდის მოდის ამ რეგიონში მოსავალი და ეს ადამიანები რამდენიმე კვირაა ამ პრობლემებზე საუბრობენ და აფრთხილებენ ხელისუფლებას და სთხოვენ ამ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას”, – ამბობს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, გუშინ მარნეული მოსახლეობამ აქცია გამართა, სადაც სოციალური დისტანცირება დაირღვა. მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებაში დახმარება ითხოვა. მათი თქმით, ბოსტნეული ულპებათ და ვერ ყიდიან. “ქართულმა ოცნებამ” კი აქციას “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მიერ დაორგანიზებული უწოდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *